Friday, September 29, 2017

ეზოს დიზაინი

იდეა

დღესდღეობით ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოს გაფორმებას, ეზოს დიზაინს. ბაღები, დასასვენებელი პარკები, ეზოები ფორმდება სხვადასხვა დიზაინით და სტილით. ამ პროექტის შემთხვევაში მე ვირჩევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ავირჩიოთ სკოლის ეზოში გამოყოფილი მიწის პატარა ნაკვეთი, სადაც შეგვიძლია განვახორციელოთ ეს პროექტი. გადვწყვიტეთ ინტერნეტით მოვიძიოთ და დავათვალიეროთ ცნობილი დიზაინერების მიერ გაფორმებული ბაღები, პარკები. შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და ხელმისაწვდომი ვარიანტი. მოვიშველიოთ მოსწავლეების ფანტაზიაც და დავიწყოთ ჩვენი ნაკვეთის გაფორმება. მოვაგროვებთ ლამაზ ქვებს, დამტვრეულ აგურს, ხის წნელებს და სხვადასხვა მასალებს. ვიშოვით ნაცნობი და უცხო ჯიშის ყვავილებს, რის შემდეგაც შევუდგებით ჩვენი ნაკვეთის გაფორმებას.

მიზანი.

ეს საქმიანობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს იაზროვნონ, მიეჩვიონ შრომას, ბუნების სიყვარულს. დაუხვეწავს მათ ესთეთიკურ გემოვნებას და გაერკვევიან საქმიანობაში, რასაც ქვია „გარემოს დიზაინი“. მათ შეიძლება მომავალში ეს საქმიანობა პროფესიადაც აირჩიონ.

ამ პროექტის მოფიქრება და განხორციელება განვსაზღვრეთ ჩაგვეტია ორი-სამი კვირის განმავლობაში, რადგან იმფორმაციის მოძიება მასალების მოგროვება და შესრულება მოითხოვს დროს.

No comments:

Post a Comment